header-icon
Главная > (Русский) Вопросы > ჯვრისწერა როგორ ხდება ჯვრისწერა? > რა შეიძლება იყოს ჯვრისწერის დამაბრკოლებელი?

რა შეიძლება იყოს ჯვრისწერის დამაბრკოლებელი?

ჯვრისწერის დაბრკოლების მიზეზი შეიძლება იყოს შობის  მარხვის დღეები (28 ნოემბრიდან 19 იანვრამდე); მარხვის პერიოდი, მარხვის შემდგომი მსგეფსის პერიოდი (აღდგომიდან ერთი კვირა, ასევე შობის მარხვის შემდგომი ორი კვირა, ნათლისღების დღესასწაულამდე);  პეტრეს მარხვაში (დაწყების თარიღი იცვლება, მარხვა თავდება 12 ივლისს პეტრეპავლობის დღეს); ღვთისმშობლის მიძინების მარხვაში (14-28 აგვისტომდე); იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე (11 სექტემბერი) და იესო ქრისტეს ჯვრის ამაღლება (27 სექტემბერი).