header-icon
Главная > (Русский) Вопросы > განსვლის ლოცვა > როგორ ხდება ნათლისღება?

როგორ ხდება ნათლისღება?

ნათლისღების საიდუმლოსთვის უნდა მოამზადოთ ჯვარი, თეთრი პერანგი, ასევე სუფთა პირსახოცი, სუფთა საცვალი და ნათლისღების მოწმობის ბლანკი, სადაც საიდუმლოს ჩატარების შემდეგ ჩაიწერება თუ როდის, სად და ვის მიერ მოინათლა ადამიანმა.

მოსანათლის თავზე ეკლესიაში წასაკითხი პირველი ლოცვა არის ლოცვა სახელის დარქმევისა. მისი არჩევა მშობლების მოვალეობაა. რუსული ეკლესიის ტრადიციების თანახმად, წმინდანი, რომლის სახელსაც მოსანათლს არქმევენ, მის ზეციერ მფარველად ითვლება, ხოლო ამ წმინდანის ხსენების დღეს ეწოდება ანგელოზის დღე.

3-გზის შეფუცება მღვდლის მიერ თითოეულს წინ უძღვის – ,,უფლისა მიმართ ვილოცოთ‘.’ რისი დასრულების შემდეგაც 3-გზის შეჰბერავს მღვდელი მოსანათლის – პირს, შუბლს, მკერდს და მოუწოდებს მასში დაბუდებულ ბოროტ თუ არაწმინდა სულებს , გარეთ გამოსვლას.  რის შემდეგაც – ,,მღვდელმან დაადგინოს დასავალით კერძო ყრმაი იგი ფეხშიშუელი და უსარტყელო , ხელაღპყრობით და ჰსთქუას 3 გზის: ვიჯმნი ეშმაკისაგან და ყოველთა საქმეთა მისთაგან და ყოველთა მსახურთა მისთაგან და ყოველთა ანგელოსთა მისთაგან , და ყოველთა სიბილწეთა მისთაგან. რაზეც მოსანათთლი და მისი ნათლია პასუხობენ – ,,ვიჯმნი.’’ (ან – ,,განვეშორები’’).

დასავლეთისკენ შედგომა და ,,განშორება’’ ნიშნავს , რომ მოსანათლი განუდგება ბოროტ ძალებს, ყველა მათი არაწმინდებით, რომლებიც ბნელში მკვიდრობენ. (შეგახსენებთ , რომ სიმბოლურად , დასავლეთის მხარე , ჩამავალი მზის ,ბოროტების და სიბნელის სიმბოლოა ) .

 

საიდუმლო იწყება ასამაღლებლით: ,,კურთხეულ არს მეუფება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა , აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,‘’ რაც ჩვეულებრივ, საღვთო ლიტურგიის დაწყების წინ ითქმის ხოლმე. ასამაღლებელს მოჰყვება მშვიდობიანი კვერექსი – ,,მშვიდობით, უფლისა მიმართ ვილოცოთ ‘’, რასაც მოსდევს წყლის კურთხევის ლოცვა: ,,დიდხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი  და ვერვინ შემძლებელარს მადლის მიცემად  საკვირუელებათა შენთა. (3 გზის), რასაც თან სდევს ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის აღწერა, ბოლოს კი იკითხება: ,,შენ უკუე , კაცთმოყვარეო მეუფეო , მოვედ აწცა დანერგვითა წმიდისა სულისა შენისათა, და განწმიდე წყალი ესე (3გზის)’’ ,  რა დროსაც  გამოსახავს მღვდელი ჯვარს წყალში და აგრძელებს  ,,და მოეც მადლი გამოხსნისა და კურთხევა.’’ 
ყველა შეკითხვა საეკლესიო საიდომლოს, ლოცვებისა და წირვის მნიშვნელობისა და აზრის შესახებ შეგიძლიათ დაუსვათ მღვდელს.