საფარველი ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა
და მარადის ქალწულისა მარიამისა
აღინიშნება 14 (01 ოქტომბერს ძვ. სტილით) ოქტომბერს
სიტყვა „საფარველი“ (რუსულად – პოკროვ) აღნიშნავს „თავსაბურს“, ასევე – „დაცვას“. ღვთისმშობელი თვითონ ხატზე გამოსახულია ჰაერში მდგარი და მსოფლიოსთვის მლოცავი, გარშემორტყმულია ანგელოზებითა, წინასწარმეტყველთა და მოციქულთასახეებით, თავისი საფარველით თითქოს ყველა ქრისტიანს ლოცავს.
ეს დღესასწაული ღვთისმშობლის ერთი სასწაულებრივი გამოცხადების მოსაგონებლად დაწესდა: X საუკუნის შუა წლებში, კვირადღეს, ანდრია სალოსი ღამისთევის ლოცვებს ესწრებოდა კონსტანტინოპოლის ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში, სადაც ინახებოდა ყოვლადწმიდა ქალწულის სამოსელი, თავსაბური და სარტყლის ნაწილი. ღამის ოთხ საათზე მან თვალები ზეცად აღაპყრო და იხილა ზეციური შუქით გაცისკროვნებული ღვთისმშობელი ანგელოზებისა და წმიდათა დასის თანხლებით. მას კრძალვით მოაბრძანებდნენ იოანე ნათლისმცემელი და იოანე ღვთისმეტყველი. ყოვლადწმიდამ მუხლი მოიყარა და დიდხანს ცრემლებით ავედრებდა უფალს საქრისტიანოს; შემდეგ ტრაპეზთან მივიდა და აქ განაგრძო ლოცვა, ბოლოს კი თავსაბური მოიხსნა და ტაძარში შემოკრებილ მლოცველებს გადააფარა. უბიწო ქალწული ღვთაებრივი დიდებით ბრწყინავდა, თავსაბური კი მის ხელში მზეზე უბრწყინვალესად ელვარებდა. ათრთოლებულმა ანდრიამ გვერდით მდგომ მოწაფეს, ეპიფანეს ჰკითხა: „ხედავ, ძმაო, მთელი სამყაროსთვის მლოცველ დედუფალსა და უფალს?“ „ვხედავ, წმიდაო მამაო, და ვძრწი“, – უპასუხა ეპიფანემ. ნეტარი ანდრია და ეპიფანე დიდხანს შესცქეროდნენ საკვირველ სახილველს. ერთი ვარაუდით, ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაული რუსეთში დაწესდა, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი ბერძნული წარმოშობისაა.
დღესასწაულს საფარველი ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა განსაკუთრებით აღნიშნავენ
მართლმადიდებელ რუსეთში. უძველეს დროიდან ჩვენთან, რუსეთში, აშებდნენ ღვთისმშობელის საფარველის ეკლესიებს, არსებობს ბევრი მისი სასწაულმოქმედი ხატი, რომლებსაც მრევლი მოწიწებით პატივს სცემს.
მთელ მსოფლიოში განთქმული ნერლის ღვთისმშობელის საფარველის ტაძარი 1165 წელს წმ. კნიაზ ანდრია ბოგოლიუბსკის მიერ იყო აშენებული. ამ წმინდა კნიაზის ზრუნვით რუსული ეკლესია აღნიშნავს ღვთისმშობელის საფარველის დღესასწაულს.
ნოვგოროდში XII ს. არსებობდა ღვთისმშობელის საფარველის მონასტერი (ა.წ. ზვორინსკის მონასტერი); მოსკოვში მეფე იოანე გროზნის მიერ წმინდა სამების ტაძართან (ცნობილი როგორც ვასილი ნეტარის ტაძარი)იყო აშენებული ღვთისმშობელის საფარველის საკათედრო ტაძარი.
ღვთისმშობელის საფარველის დღესასწაულში ღვთისმშობელს ვევედრებით ხოლმე ზეციურ დაცვასა და დახმარებას: „დღეს ბრწყინვალედ დღესასწაულობს კეთილმორწმუნე ერი, ღუთისმშობელო, გარემოცული გამოჩინებითა შენითა და მჭურეტელნი წმიდისა ხატისა შენისანი ხმობენ ხმითა სალმობირითა: პატიოსნითა საფარველითა შენითა დამიფარენ ჩუენ და მიხსენ ყოვლისაგან ბოროტისა, რომელნი შეუვრდებით ქრისტესა, ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, აცეოვნენ სულნი ჩუენნი“.