header-icon
Главная > სამრევლოს შესახებ

სამრევლოს შესახებ

რუსული მართლმადიდებელი საეკლესიო საზოგადოება გრაცში უკვე 60 წელზე მეტი არსებობს. დიდი ხნის განმავლობაში საზოგადოება ჟენევის ეპისკოპოსს (რუსული საზღვარგარეთული ეკლესია) ეკუთვნოდა და მასზე გიორგი სიდორენკო თავის სიციცხლის ბოლომდე ზრუნავდა. 1993 წლის ივნისში ქ.გრაცის საეკლესიო საზოგადოება მოსკოვის პატრიარქატის რუსულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავის წიაღში მიიღო.

უკვე ოც წელზე მეტი ღვთისმსახურება ტარდება მარიაქილფეს მინორიტთა მონასტრის  შაცკამერკაპელაში ქ.გრაცში.

მინორიტთა მონასტერი და მარიაქილფეს ეკლესია, სადაც შაცკამერკაპელა მდებარეობს, შენდებოდა 1611 წ.  ფერდინანდ II დროს განთქმული მეკარე არქიტექტორისა და მხატვრის პიეტრო დე პომის გეგმების მიხედვით. ფასადი, რომელიც მაღლა თავდებოდა სამკუთხედიანი ფრონტონით საგუშაგოს გარეშე, მოგვიანებით იოზეფ ხუბერის მიერ იყო რეკონსტრუირებული. ზუსტად მან დაამატა ფასადს იმპოზანტური ორმაგი საგუშაგო.

ეკლესიის შიდა ნაწილში, მთავარ საკურთხეველში, პიეტრო დე პომის  ღვთისმშობლის ნახატია, რომელიც თავის ძესთან ერთად ზეცაზე აღიმართება. ქვედა ნაწილას – მიწიერი ცხოვრებაა გამოსახული ტყვეთა, ავადმყოფთა და წმინდანებით. მარიაქილფე, ასევე როგორც მარიაცელი, ბაროკოს ეპოქაში იყო შტირიის ყველაზე მნიშვნელოვანი მილოცვის ადგილი. მონასტრის დახურული გალერეა და მინირიტთა დარბაზი გრაცის ერთ-ერთი უმშვენიერესი ბაროკოს დარბაზია, მინორიტთა დროინდელი კულტურული ცენტრის ღონისძიებებისთვის  საუკეთესო დარბაზად ითვლებოდა. აქვე კათოლიკური ეპარქიის მუზეუმიც განლაგებულია.